მაია დობორჯგინიძე ( მსახიობი, რეჟისორი)

პირველი, რამაც “Oxford House” - ში მომხიბლა ეს იყო კეთილგანწყობილი და მომღიმარი ადამიანები. ამან მიბიძგა რომ აქაური სტუდენტი გავმხდარიყავი.და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ინგლისური ენის შესწავლის პარალელურად, ახალი, არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. ჩვენ ერთმანეთს სტიმულს ვაძლებთ და პედაგოგის დახმარებით სასიამოვნო გარემოში ვეუფლებით ენას. “Oxford House” მე მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი ურთიერთობების არეალი გავზარდო და გავცდე საზღვრებს. უკვე თამამად შემიძლია ჩემი მომავალი გეგმების დასახვა როგორც ინგლისური ენის საფუძვლიანად მცოდნეს.

ლიკა ჭიპაშვილი ( საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში. 2015წ )

"Oxford House" სწავლების პროფესიონალური მეთოდით, მაღალკვალიფიციური მასწავლებლებითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა. ერთ-ერთ პედაგოგ, ნინა ხარაზიშვილთან ერთად ინდივიდუალური სწავლების პროცესში საოცრად მოკლე დროში მოვახერხეთ რამდენიმე დონის ხარისხიანად დაფარვა. ცენტრში გავლილი კურსები მნიშვნელოვნად დამეხმარა შემდგომ პროფესიულ წინსვლაში. სწორედ აქ შეძენილი ცოდნის შედეგად წარმატებით ჩავაბარე ოსლოს უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის რამდენიმე ინგლისურენოვანი საგანი, ასევე ნანტის ევროპულ რადიოში მუშაობის პერიოდში აქ მიღებული სასაუბრო ინგლისურის უნარ-ჩვევები ძალიან დამეხმარა სამსახურეობრივი პროცესის სათანადოდ წარმართვაში. მადლობა "Oxford House"-ს ჩემს წარმატებებში დიდი წვლილის შეტანისთვის.

ანა ვასაძე ( მოსწავლე )

“Oxford House”–ში ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატისთვის ვემზადებოდი. ვიყავი მე–9 კლასში და ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა თუ რამდენად რთული საქმე დავიწყე. სწავლა მართლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ ცენტრის ერთ–ერთი საუკეთესო მასწავლებელი ყველა სირთულის გადალახვაში დამეხმარა. ამ ტესტის ჩაბარების შემდეგ შესაძლებლობა მომეცა მომეპოვებინა ამერიკული სკოლის დაფინანსება, მიმეღო მონაწილეობა ინგლისური ენის სხვადასხვა კონკურსებსა და სხდომებში. დღეს ვსწავლობ ამერიკულ სკოლაში და ვემზადები საზღვარგარეთ უნივერსიტეტში საბუთების გასაგზავნად.
არ შემიძლია, რომ არ შევეხო მათ პროფესიონალიზმს და პრაქტიკულ სწავლებას. მათი დახმარებით შეძენილი ცოდნა მთელი ცხოვრება დამეხმარება.

ირაკლი ფიფია ( კომპანია ITTech-ის დირექტორი)

კარგად მახსოვს ის დღე როდესაც პირველად მოვედი “Oxford House”-ში. ჩემს მაშინდელ ინგლისურის დონეზე ლაპარაკიც არ ღირს, შეფასება ცალსახად დაბალი იყო და ვეჭვობდი კიდეც, ღირდა თუ არა სწავლის დაწყება, თუმცა პირველივე გასაუბრებაზე იმდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი მივიღე ცენტრის ერთ-ერთ პედაგოგ - თეონა აბულაძესგან, რომ დაუფუქრებლად ვუთხარი „კი“ ინგლისურის სწავლას. ერთი წელიწადიც არ გასულა უკვე თავისუფლად ვწერ ვმეტყველებ და რაც მთავარია იმის რწმენა რომ კურსის ბოლოს (რომლამდეც ბევრი აღარ დარჩა) სრულად მეცოდინება ენა, ძალიან მტკიცეა.

თამარ მუხათგვერდელი ( სსიპ ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მდივან-რეფერენტი)

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო Oxford House-ის კოლექტივს სასიამოვნო, კეთილგანწყობილ და თბილ გარემოში ცოდნის საუკეთესოდ მიღებისთვის.
ჩემი აზრით, “Oxford House”-ში საუკეთესო პირობებია შექმნილი ცოდნის მისაღებად. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე დღიდან ვიგრძენი მნიშვნელოვანი წინსვლა ენის შესწავლის პროცესში. ამ ცენტრში აღმოვაჩინე სწორედ ის, რასაც წლებს განმავლობაში ვეძებდი: სწავლების სწრაფი, თანამედროვე, ეფექტური მეთოდი და განსაკუთრებული მიდგომა თითოეული მსმენელის მიმართ.
„Oxford House“ -ში მიღებულ ცოდნას წარმატებით ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

ასია სურმალიანი ( სტუდენტი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

ორი წლის წინ დავამთავრე Advanced - დონე და გადავწყვიტე სააბიტურიენტო კურსიც გამევლო,რათა გამემტკიცებინა მიღებული ცოდნა და წარმატებით ჩამებარებინა ეროვნული გამოცდები. “Oxford House”-ის პროფესიონალი მასწავლებლების დახმარებით მე ეს შევძელი და 95 ქულაც მივიღე. მომწონს სწავლის პროცესი. სისტემა გამართულია. ხალისით მიმდინარეობს მეცადინეობა. ასე რომ, ცენტრში მომუშავე პედაგოგების პროფესიონალიზმი,სასიამოვნო გარემო და ჩემს თავზე გამოცდილი შედეგი მაძლევს საშუალებას, ყველას გირჩიოთ “Oxford House”-ში სწავლის დაწყება.

მეგი ესებუა ( პედაგოგი, განათლების მაგისტრი )

ჩემთვის ,,Oxford House“ ასოცირდება პროფესიონალი ტრენერების გუნდთან, თავაზიან და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოსთან, პერსონალის დამოკიდებულება კი მუდმივად იწვევს შინაურობის განცდას. შესანიშნავი ერთი წელი გავატარე ამგვარ გარემოში, თანამედროვე სწავლების მეთოდების დახმარებით მიღებული ცოდნა დამეხმარა სამსახურეობრივ წინსვლაში.
დიდი მადლობა ცენტრის თითოეულ წარმომადგენელს!
წარმატებას გისურვებთ!

გვანცა დარჩია ( მოსწავლე )

“Oxford House” ესაა ადგილი სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებ უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას. მეც სწორედ ამიტომ მივედი , მინდოდა ინგლისურად თავისუფლად მესაუბრა , რაც მანამდე არ გამომდიოდა. “Oxford House”-ში გხვდება გარემო სადაც შეუძლებელია თავი უცხოდ იგრძნო. საოცრად ძლიერი, პროფესიონალი მასწავლებლები და საოცრად თბილი გარემო. ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს ცენტრი , პროფესიონალიზმისა და მეგობრული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე კოლექტივის გამო.

ალექსანდრე ჩანქსელიანი ( იურისტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო)

‘Oxford House"-ის ინგლისური ენის სასწავლო კურსი ნამდვილად სანიმუშოდ და საინტერესოდ არის აგებული ისე, რომ სიამოვნებით იღებ მოწოდებულ ინფორმაციას. იგი მოიცავს, შესაბამისი დონის გათვალისწინებით, ურთიერთობების ყველა სფეროსა და მხარეებს. სასიხარულოა ცენტრის გულისხმიერი და კვალიფიციური პედაგოგების საქმიანობა, მოხერხებული აუდიტორიები, ტექსტური და აუდიო მასალების მოწოდების ფორმა. მასალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით მეცადინეობების მსვლელობა თანმიმდევრული, აღქმადი, საინტერესო, ცოცხალი და პროდუქტიულია. კურსი ორგანიზებულია მაღალ დონეზე. მე ძალზედ კმაყოფილი ვარ!
  • კურსები ბრიტანელ პედაგოგთან

    სასაუბრო და ზოგადი ინგლისური ენის კურსები ბრიტანელ, მაღალკვალიფიციურ პედაგოგთან დიდი ფასდაკლებით!

    ზოგადი ინგლისური: 12ლექცია - 135 ლარი (200-ის ნაცვლად)
    სასაუბრო კურსი: 8 ლექცია -100 ლარი (150-ის ნაცვლად)
    ლექციის ხანგრძლივობა 1.5 საათი.
    Speak like a native! - მათთვის, ვისაც უნდა მეტი!

  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა

    მოემზადეთ ეროვნული გამოცდებისთვის ერთ სივრცეში ყველაზე დაბალ ფასად!
    1 ინგლისური ენა
    2 ქართული ენა
    3 მათემატიკა
    4 უნარ-ჩვევები
    1 საგანი - 100 ლარი. 2 საგანი - 90 ლარი, 3 ან მეტი საგანი - 80 ლარი!
    ლექციები ტარდება კვირაში 3 ჯერ 1.5 საათით.

  • ინგლისური ბავშვებისთვის

    იზრუნეთ თქვენი შვილების მომავალზე ჩვენთან ერთად! სასკოლო ასაკში საფუძვლიანი განათლების მიღება, წარმატებული მომავლის წინაპირობაა. ჩადეთ ინვესტიცია ბავშვების განათლებაში - მხოლოდ 65 ლარი!

  • ზოგადი ინგლისური ენის კურსი

    გაიარე ზოგადი ინგლისური ენის კურსი BBC-ის მასალებზე აგებული SPEAKOUT-ის უახლესი სახელმძღვანელოებით, რომელიც სხვა ყველა ასპექტთან ერთად ითვალისწინებს აუდიო და ვიდეო სწავლებას. მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. თქვენ გეძლევათ ცოდნის გაუმჯობესებისა და რეალიზების საშუალება-თქვენ ისაუბრებთ ინგლისურად!

  • ბიზნეს ინგლისური

    მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის როლი ბიზნეს სამყაროში. საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის კი, სწორი მიმართულების არჩევაა საჭირო. ამიტომ, OXFORD HOUSE გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის კურსს, მათთვის, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას ბიზნეს საქმიანობაში ან ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.

  • TOEFL IELTS First (FCE) CAE

    მოემზადე საერთაშორისო სერთიფიკატების გამოცდებისთვის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან და გაიკვალე გზა წარმატებისკენ! მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილში. შესაძლებელია ინტენსიური კურსიც.

  • აქცია "ინგლისური + რუსული"

    ახალი აქცია OXFORD HOUSE-სგან - შეისწავლე ორი ენა და ისარგებლე ფასდაკლებით: თითოეული - 90 ლარი! შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ჯგუფურ მეცადინეობებზე. იყავი უფრო მოთხოვნადი, იყავი წარმატებული!

  • კორპორატიული შეთავაზება

    ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა წარმატებული კომპანიის თანამშრომელთათვის, ამიტომ OXFORD HOUSE გთავაზობთ კორპორატიულ სერვისს თქვენთვის მისაღებ ფასად, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ადგილზე მისვლით. დაზოგეთ დრო - მიიღეთ განათლება თქვენსავე ორგანიზაციაში!